საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 09:26 | 11.07.2022
ნანახია: 569

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები ამჯერად თბილისის დროით 09:10 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ამ შემთხვევაშიც სოფელ სამებასთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 4.5 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.

მანამდე 4.8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:36 საათზე დაფიქსირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე