უნდა შევცვალოთ ეს მახინჯი, პუტინისტური, კოლაბორაციონისტული, ოლიგარქიული რეჟიმი მშვიდობიანად - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 18:34 | 10.07.2022
ნანახია: 484

უნდა შევცვალოთ ეს მახინჯი, პუტინისტური, კოლაბორაციონისტული, ოლიგარქიული რეჟიმი მშვიდობიანად - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის სიტყვებს, რომ "ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს".

"ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელსაც ხელს უშლის დღევანდელი რეჟიმი. ვინმე რამეს კი არ გვაძალებს, უბრალოდ, სამყარო დგას იმ პრინციპებზე, რასაც ემყარება ლიბერალური დემოკრატია. თუ ჩვენ გვინდა და ქართველებს ეს უნდათ, მაშინ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს მახინჯი, პუტინისტური, კოლაბორაციონისტული ოლიგარქიული რეჟიმი მშვიდობიანად. ამასთან ერთად, უნდა გადავდგათ ნაბიჯები სწორი მიმართულებით ლიბერალური დემოკრატიისკენ.

ეს იყო გადაწყვეტილება, რომ გეოპოლიტიკურად თქვენ ჩვენი ნაწილი ხართ, ევროპის ნაწილი ხართ, ევროკავშირის, თავისუფალი სამყაროსი, მაგრამ გაქვთ ბარიერი. როგორც ჰქონდა ბარიერი, მაგალითად, სლოვენიას. როგორც კი ეს პრობლემა გადაწყვიტა სლოვაკმა ხალხმა, გზა გაიხსნა. იგივე საქართველოს შემთხვევაშიც, ოღონდ ჩვენ ბევრად უფრო დიდი რისკები გვაქვს ბევრი ფაქტორის, მათ შორის, გეოგრაფიის გამო. თუ ეს ისტორიული ფანჯარა გავუშვით ხელიდან, მაშინ დიდი საფრთხე გვემუქრება", - თქვა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე