ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ პარლამენტში ერთი ნორმალური ინსტრუმენტი გვეღირსოს - ელისო ბოლქვაძე

საქართველო, თბილისი - 15:35 | 09.07.2022
ნანახია: 424

ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ პარლამენტში ერთი ნორმალური ინსტრუმენტი გვეღირსოს - ამბობს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე "მეტრონომთან" საუბრისას.

ელისო ბოლქვაძე პარლამენტში მიერ მუსიკალური ინსტრუმენტის განთავსების ინიციატივით ჯერ კიდევ 2020 წელს გამოვიდა. დეპუტატის განცხადებით, ახლაც იმავე აზრზეა.

"ისევ იმ აზრზე ვარ. რაც უფრო ბევრი ვიარე პარლამენტებში, მივხვდი, რომ კარგად დამისვამს ეს საკითხი, ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ერთი ნორმალური ინსტრუმენტი გვეღირსოს აქაც და ღია და დემოკრატიული პარლამენტის ფარგლებში, ძალიან კარგი, სასიამოვნო დემოკრატიული საღამოები და დღისით კონცერტები ჩაგვეტარებინოს. ვინც გამაკრიტიკა, იმას კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ სადაც მუსიკა და ხელოვნებაა, იქ პოლიტიკაც მეტად კრეატიულია", - თქვა ბოლქვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე