წინგადადგმული ნაბიჯი ნულოვანი ემისიისკენ - კომპანია MAN ელექტრო და წყალბადისძრავიან სატვირთოებზე მუშაობს
საქართველო, თბილისი - 15:20 | 07.07.2022 ნანახია: 830
• MAN Truck & Bus მომავლის მწვანე და ეფექტიანი ძრავის სისტემებს სატვირთო ავტომობილებში ნერგავს.
Man Truck & Bus ელექტროძრავის მქონე სატვირთო მანქანების წარმოებას მიუნხენში 2024 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს. შედეგად, კომპანია ნულოვანი ემისიის მქონე კომერციულ მანქანებზე გადასვლის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.
"მომავალი სწორედ ახლა იწყება - ჩვენ გზას ვუხსნით ნულოვან ემისიას", - სწორედ ამ დევიზით წარადგინა კომერციული მანქანების მწარმოებელმა სერიული წარმოების სატვირთო ელექტრომობილები. უახლოესი წლების გეგმაშია წყალბადის პროექტის განხორციელებაც.
MAN-ის პირველი სატვირთო ელექტრომობილები
გერმანული ავტოგიგანტი განაგრძობს აკუმულატორებზე მომუშავე ელექტროამძრავების კვლევასა და განვითარებას. სწორედ ამ სისტემით იმუშავებენ მსოფლიო ბრენდის სატვირთო მანქანები, რომლებსაც MAN ბაზარზე 2024 წელს, დაგეგმილზე თითქმის ერთი წლით ადრე წარადგენს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ იმ დროისათვის სატვირთო ელექტრომანქანებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ამ მოლოდინების გათვალისწინებით, ორ წელიწადში მიუნხენში მდებარე MAN-ის მთავარი ქარხანა პირველ ეტაპზე 200 ელექტროსატვირთოს გამოუშვებს. ამასთან ერთად, კომპანია აკუმულატორების საკუთარი ქარხნის შექმნასაც აპირებს.
"2025-მდე ელექტრო- და დიზელის ძრავაზე მომუშავე სატვირთო მანქანების ღირებულება გათანაბრდება. რაც შეეხება აკუმულატორების ტექნოლოგიის სფეროს, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდ ცვლილებებს ველით. უპირველესად, ესენია 1000 კმ-მდე მანძილის დაფარვის შესაძლებლობა და უფრო მცირე დრო დასამუხტად, რაც, ვფიქრობთ, საათზე ნაკლები იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სატვირთოებით სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელება დიდ მანძილზე იქნება შესაძლებელი", - განაცხადა MAN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრე ვლასკამპმა.
ახალი ტექნოლოგიური განვითარების პროცესში ავტომობილის აკუმულატორები მთავარი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, MAN-მა აკუმულატორების აწყობის საკუთარ სქემაზე მუშაობა 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტექნიკური ცენტრის eMobility-ს შექმნა, სადაც პირველი აკუმულატორების პაკეტები ელექტრომანქანების ტესტირებისა და შიდა ტესტებისთვის ინდივიდუალურად იწარმოება.

ტრანსფორმაციისთვის გადამწყვეტია დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარება. ამისათვის TRATON Group, MAN Truck & Bus-ის დედაკომპანია, ერთობლივი საწარმოს მეშვეობით, ევროპაში მაღალი ხარისხის დამტენი ქსელის მოწყობაში აქტიურადაა ჩართული.
MAN წყალბადზე მომუშავე სატვირთოებს 2024 წელს წარადგენს
MAN-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი წყალბადზე მომუშავე სატვირთოებია, რომლებიც შორ მანძილზე გადაზიდვებს მოემსახურება. ამ ეტაპზე კომპანია წყალბადის ტექნოლოგიების დარგში არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას ამუშავებს. პროექტს ბავარიის მთავრობა 8.5 მლნ ევროთი აფინანსებს.
პროგრამის ფარგლებში MAN წყალბადზე მომუშავე სატვირთო მანქანას, სატრანსპორტო დარგის პარტნიორებთან - Bosch-თან, Faurecia-სთან და ZF-სთან ერთად ქმნის. პირველი სატვირთო მანქანები 2024 წელს ხუთ მომხმარებელს, BayWa-ს, DB Schenker-ს, GRESS Spedition-ს, Rhenus Logistics-სა და Spedition Dettendorfer-ს გადაეცემა, რა დროსაც ტექნიკას რეალურ პირობებში ერთი წლის განმავლობაში გამოცდიან.
MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს გერმანული ბრენდის პროდუქციასა და სატვირთო-სამშენებლო ტექნიკას სთავაზობს. „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სრულად არის მორგებული გერმანულ სტანდარტებს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















