მარიუპოლის აღდგენას 10 წელი და 14 მლრდ დოლარი დასჭირდება - ვადიმ ბოიჩენკო

საქართველო, თბილისი - 18:49 | 06.07.2022
ნანახია: 404

მარიუპოლის აღდგენას 7-10 წელი და 14 მლრდ დოლარი დასჭირდება. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.

მისი თქით, ქალაქში განადგურებული და დაზიანებულია 1 356 მრავალსართულიანი სახლი და კერო სახლების 40%. მათი უმეტესობა აღდგენას აღარ ექვემდებარება.

მისივე თქმით, ზარალის საბოლოო ოდენობის დასახელება მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ქალაქის ხელისუფლება უკვე თანამშრომლობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც მათ მარიუპოლის აღდგენაში დაეხმარებიან.

ბოიჩენკოს თქმით, აღდგენით სამუშაოებში ასევე ჩაერთვებიან  მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული ქალაქები - გდანსკი, ვარშავა, დრეზდენი და როტერდამი.

 

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე