ოლიგარქის ცნება ბიძინა ივანიშვილს არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:00 | 06.07.2022
ნანახია: 371

ოლიგარქის ცნება ბიძინა ივანიშვილს არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოლიგარქის ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი ადამიანი, რომელიც "ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მის მედიასაშუალებებთან არის დაკავშირებული".

"კანონი სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა დაზუსტდეს. ჩვენ წარმოვადგინეთ გეგმა, რომელიც პასუხისმგებელ სუბიექტებს ითვალისწინებს. ეს თემა, მათ შორის, კანონპროექტი,მისი დეტალები კონკრეტულ ფორმატში განიხილება. ამის თვის, ვადებიც დავაზუსტეთ. დანარჩენი დეტალები უნდა დაზუსტდეს სამუშაო ფორმატში, ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით. ამისთვის, შეიძლება, უკრაინული კანონიც გამოვიყენოთ. სამუშაო ჯგუფი უნდა შეჯერდეს, თუ ვინ არის ოლიგარქი და საქართველოში ს ცნება ვის მიესადაგება. ჩემი აზრი არაერთხელ ვთქვი - ოლიგარქის ცნება ბიძინა ივანიშვილს არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება მარტივი მიზეზის გამო, კლასიკური დეფინიციით, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული სოლიდური თანხა და ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში ან ფლობს გავლენას მედიაზე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც პოლიტიკაშია ჩართული, არც მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში. არცერთი ფაქტი არ არსებობს ამ კუთხით. შესაბამისად, ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მის მედიასაშუალებებთან. ეს არის სურათი, დანარჩენს სამუშაო ჯგუფი დააზუსტებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე