თქვენთან ერთად ომში წამსვლელის დედაც. ყველა პარტია, ჩვენ გარდა, დალაგდა და თვალთმაქცურად „სრული მხარდაჭერა“ აღუთქვა მშვენიერაძის, ქადაგიძისა და „სირცხვილიას“ სულელურ გეგმას - ჩერგოლეიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:50 | 04.07.2022
ნანახია: 300

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ეხმიანება.

"თქვენთან ერთად ომში წამსვლელის დედაც... ყველა პარტია, ჩვენ გარდა, დალაგდა და თვალთმაქცურად, არიქა ბევრი ხალხი უდგათო, „სრული მხარდაჭერა“ აღუთქვა მშვენიერაძის, ქადაგიძისა და „სირცხვილიას“, ჩემი რწმენითა და თქმით, სულელურ გეგმას. როგორც მოსალოდნელი იყო, ეგ სულელური გეგმა ჩაიფუშა. ახლა დგანან, "სირცხვილიას" აგინებენ. "სირცხვილიამ" ის ქნა, რაც იცოდა - მეტი არაფერი იცის და არც ჭკუის დამრიგებელი ჰყავს. აი, დანარჩენი პარტიები რომ დაეთანხმეთ, ახლა რატომ აგინებთ? P.S. მე გეტყვით რატომ, უპასუხისმგებლობები, უსინდისოები და უტვინოები ხართ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე