გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს – ლაშა ბუღაძე

საქართველო, თბილისი - 21:40 | 03.07.2022
ნანახია: 324

აქცია "შინ ევროპისკენ" ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ბუღაძე აცხადებს, რომ პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს.

„ჩვენ ისევ აქ ვართ დღეს, როგორც შევპირდით ერთმანეთსა და საქართველოს, ასევე საქართველოს ევროპულ მომავალს. დღევანდელი ჩვენი დემონსტრაცია, ცხადია, ისევ არის ორიენტირებული იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ფოკუსზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის სივრცეში და ჩვენ არ დავიღლებით, ყოველთვის შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს,“ – თქვა მან.

რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება და მას უერთდებიან ძირითადი ოპოზიციური პარტიები.

სახალხო მოძრაობის წარმომადგენლები დღეს სცენიდან გაახმოვანებენ სამოქმედო გეგმას, როგორ და რა მოთხოვნებით აპირებენ პროტესტის გაგრძელებას.

სამოქალაქო მოძრაობის განცხადებით, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ღამის გათენებას გეგმავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე