შოიგუმ პუტინს აცნობა, რომ ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა „გათავისუფლებულია“

საქართველო, თბილისი - 14:15 | 03.07.2022
ნანახია: 546

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ თვითგამოცხადებული ლუჰანსკის რესპუბლიკა სრულად „გათავისუფლებულია“.

ლუჰანკის ოლქში უკანასკნელი ქალაქი, რომელსაც უკრაინული ძალები აკონტროლებდნენ, ლისიჩანსკი იყო.

აღნიშნულ ინფორმაციაზე  უკრაინულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კვირას, 2 ივლისს რუსეთის სარდლობამ განაცხადა, რომ ქალაქი მთლიანად არის მოწყევტილი და ალყაშია მოქცეული. დამოუკიდებელი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის ძალებმა ლისიჩანსკიდან ორგანიზებულად უკან დაიხიეს, რადგან თავდაცვით ბრძოლაში აზრს ვეღარ ხედავდნენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე