3 ივლისს, მე, პუტინის პირადი ტყვე, მთელი სულით და გულით ვიქნები რუსთაველზე - მიხეილ სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 00:31 | 02.07.2022 ნანახია: 544
შეიძლება, უდიდესი ისტორიული ტრაგედიის მომსწრენი გავხდეთ. დავრჩეთ ევროპისა და სახელმწიფოებრიობის გარეშე და რუსეთის უბრალო გუბერნიად ვიქცეთ, რომლის ერთი ბინძური ჩექმა უკვე აწვება საქართველოს სხეულს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის Facebook-ზე გავრცელდა.
სააკაშვილის თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება სიმშვიდე, სიმტკიცე და „არავის უნდა დავუტოვოთ სამოქალაქო მშვიდობის შერყევის შანსიც კი, რათა ერთ დროს მოწინავე და ახლა მაჩანჩალა ქვეყანა, ისევ ლიდერად ვაქციოთ“.
„დღეს, ჩემთვის, როგორც უკრაინელისთვის, ამაღელვებელი დღე იყო. უმაღლესმა რადამ თავის ოფიციალურ დროშად გამოაცხადა ევროკავშირის დროშა. და როგორც ქართველისთვის, ეს იყო დეჟა-ვუ. მინდა შევახსენო ყველას, რომ 2004 წლის იანვარში, საქართველოში პირველად ავწიეთ და დავაკანონეთ ევროკავშირის დროშა. ჩემს ინაუგურაციაზე პირველად გაიჟღერა სიხარულის ოდამ. მას შემდეგ, ევროპისკენ სვლა არ შეგვიწყვეტია და ამას მაშინ ევროპაშიც კი, ბევრი ალმაცერად უყურებდა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნამ, რომლის სათავეშიც ხოსე მანუელ ბაროსოსთან, კარლ ბილდტთან და რადეკ სიკორსკისთან ერთად მეც ვიდექი, საბოლოოდ გამოგვგლიჯა მხოლოდ სამხრეთ კავკასიური ქვეყნის სტატუსი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად გვაქცია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ, 2011 წლის ოქტომბერში, თბილისის თავისუფლების მოედანზე პირველად წარმოთქვა ისტორიული სიტყვები: "საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი". ეს არ თქმულა არც უკრაინაზე და არც მოლდოვაზე. მე ღრმად მწამს, რომ უძველესი ქრისტიანული ქვეყნის ადგილი იყო ევროკავშირში. ეს გზა კი არ იყო ია-ვარდით მოფენილი.
როდესაც 2007 წელს ხალხი გამოვიდა, მე გადავდექი, ხოლო 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ხალხი მასობრივად გამოვიდა ქუჩაში, მათ შორის ახალგაზრდობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით რეგიონის ლიდერები რეფორმებში, მშვიდად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე გადავაბარეთ ხელისუფლება. 2008 წელს, ქართული სახელმწიფოებრიობა ევროპელი ლიდერების თანადგომამაც გადაარჩინა.
ახლა კი, შეიძლება, უდიდესი ისტორიული ტრაგედიის მომსწრენი გავხდეთ. დავრჩეთ ევროპისა და სახელმწიფოებრიობის გარეშე და რუსეთის უბრალო გუბერნიად ვიქცეთ, რომლის ერთი ბინძური ჩექმა უკვე აწვება საქართველოს სხეულს. ხალხის ნების წინააღმდეგ წამსვლელები არიან ძალიან ცოტა და სუსტი, ხალხი კი ძალიან ბევრი და ძლიერია. სახელმწიფო აპარატის უმეტესი ნაწილი სწორ მხარესაა.
ახლა ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, სიმტკიცე. არავის დავუტოვოთ სამოქალაქო მშვიდობის შერყევის შანსიც კი, რათა ერთ დროს მოწინავე და ახლა მაჩანჩალა ქვეყანა, ისევ ლიდერად ვაქციოთ.
მე ვიჯექი სტრასბურგში ზურაბ ჟვანიას გვერდით, როდესაც მან წარმოთქვა თავისი ისტორიული ფრაზა. ახლა, როდესაც ყველაფერს, რისთვისაც ამდენი თაობა იბრძოდა, წყალში გვიყრიან, მინდა გავიმეორო და განვავრცო ეს ფრაზა: ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე ევროპელები, მაშასადამე მაგრები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი არჩევანის დაცვა!
როდესაც ბათუმს ვაშენებდით, ლაზიკას ვაპროექტებდით, სიღნაღს და ბევრ ადგილს ვქმნიდით, ყოველთვის მსურდა, რომ ყოფილიყო როგორც ევროპაშია. ჩვენ იმისთვის კი არ ვშრომობდით, რომ ჩვენს ქალაქებში ბინები რუსებს ეყიდათ და ქართველები მარწყვის საკრეფად გაეშვათ გერმანიაში. არამედ იმისთვის, რომ ამ ევროპულ გარემოში ჩვენ გვეცხოვრა ევროპულად.
ახლა დგება სიმართლის მომენტი. ან ახლა, ან შეიძლება აღარასოდეს. როგორც არასდროს, მჯერა ჩვენი ხალხის თავისუფლებისმოყვარეობის, სწორი განსჯის და ბრძოლისუნარიანობის. ვარდების რევოლუციამ საქართველო დასვა მსოფლიო რუკაზე და ახლა, ჩვენ იქ ხელახლა უნდა დავბრუნდეთ. 3 ივლისს, მე, პუტინის პირადი ტყვე, მთელი სულით და გულით ვიქნები რუსთაველზე, რადგანაც საქართველოში სწორედ ისტორიული მომენტის და მისიის განცდით დავბრუნდი - ვყოფილიყავი ყველაზე საჭირო დროს ჩვენი ხალხის გვერდით.
ახალგაზრდობის დიდი იმედი მაქვს. ჩვენ ყველანი ხიდად უნდა გავეგოთ მათ, რათა ამ თავისუფალმა თაობამ, პირველ რიგში, სწორ ნაპირზე გადასვლა მოახერხოს. დღეს ჩვენ ვართ ერთი პარტია. მას საქართველო ჰქვია. ამ პარტიის გამარჯვება იქნება თითოეული ქართველის გამარჯვება. ის ერთი ხელის გაწვდენაზეა. იმედით აღსავსე ქართველი და ამაყი უკრაინელი, მიხეილ სააკაშვილი”, - წერს ექსპრეზიდენტი.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















