მეც იგივეს გავაკეთებდი - კობახიძე წერეთელზე თავდასხმაზე

საქართველო, თბილისი - 18:32 | 01.07.2022
ნანახია: 228

მეც იგივეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა, - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის დამფუძნებელზე თავდასხმის კომენტირებისას.

მისი თქმით, პროვოკატორმა მიიღო პასუხი.

"ყველამ იცის რა როგორ მოხდა და ძალიან სამწუხაროა რომ უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ იყო პასუხგაუცემელი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, იციან დეტალურად რა მოხდა აშშ-ს საელჩოში, თუმცა "ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ვერ გაიმეორებენ". შეკითხვას, თვითონ როგორი მოიქცეოდა, უპასუხა: "ანრის დონეზე ვარ ახლაც მე, მეც იგივეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა."




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე