ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ს საელჩოს მიღებაზე დეპუტატი ანრი ოხანაშვილი თავს დაესხა

საქართველო, თბილისი - 21:08 | 30.06.2022
ნანახია: 314

ტვ პირველის მფლობელის ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს მიღებაზე პარლამენტის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი მას თავს დაესხა და ხელი დაარტყა. წერეთელმა ამის შესახებ ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისი თქმით, ინციდენტს თვითმხილველებიც ჰყავს. წერეთლის თქმით, ოხანაშვილთან ერთად იმყოებოდნენ დეპუტატები ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა.

ინციდენტი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საელჩოში ცოტა ხნის წინ მოხდა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე