პროექტმა #წერექართულად შედეგებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა
საქართველო, თბილისი - 12:57 | 26.02.2016 ნანახია: 1683
ფონტების ინჟინერიის კურსები, კონკურსი „ქართული ა“, ლექსიკონების გაციფრულება, მაიკროსოფტის სათარგმნი პლატფორმა და ლექსიკოგრაფიის კონგრესი - მიმდინარე ინიციატივების გასაცნობად პროექტმა #წერექართულად მედიას და დაინტერესებულ საზოგადოებას ტექნოპარკში უმასპინძლა.
თიბისი ბანკის წამოწყებას, რომელიც უკვე მეექვსე თვეა წარმატებით მიმდინარეობს, ბევრი ორგანიზაცია შემოუერთდა. დღეს უკვე პროექტის #წერექართულად პარტნიორები არიან ჯეოლაბი, მაიკროსოფტი, ეროვნული ბიბლიოთეკა, თსუ-ს ლექსიკოგრაფიული ცენტრი და დიზაინერი ზვიად ციკოლია.
ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლაბორატორიამ ჯეოლაბი, თიბისი ბანკისა და კომპანია Monotype Imaging-ის მხარდაჭერით ფონტების ინჟინერიის კურსები დაიწყო. იმისათვის, რომ შეიქმნას ქართული ფონტები კომპიუტერებისა და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობისთვის, საკმარისი არ არის კარგი დიზაინი, საჭიროა ინჟინრული მიდგომა, რაც შრიფტს მანქანურ ენაზე მოარგებს და სტანდარტებს შეუსაბამებს. კურსისთვის 25 ადამიანი შეირჩა, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან 2 თვის განმავლობაში ფონტების ინჟინერიას შეისწავლიან.
მეორე პროექტი, რომელიც ასევე ქართულ ფონტებს ეხება, დიზაინერ ზვიად ციკოლიასთან ერთად ხორციელდება. შრიფტების კონკურსში „ქართული ა“ ნებისმიერ მსურველს შეუძლია წარადგინოს საკუთარი დიზაინით შექმნილი ქართული შრიფტი. შემოსულ განაცხადებს კონკურსის ჟიური განიხილავს და თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოს გამოავლენს. კონკურსანტების ნამუშევრები ინტერნეტშიც განთავსდება, რათა ყველას შეეძლოს მისთვის სასურველი შრიფტისთვის ხმის მიცემა. პროექტის დასასრულისთვის 16 ფონტი გაციფრულდება, რომლებიც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობაში.
პროექტს ასევე შემოუერთდნენ ეროვნული ბიბლიოთეკა და თსუ-ს ლექსიკოგრაფიის ცენტრი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე დაიწყო ყევლაზე სრულყოფილი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულება, რომელიც რამდენიმე თვეში სრულიად უფასოდ განთავსდება ინტერნეტში. ხოლო ლექსიკოგრაფიის ცენტრს #წერექართულად ინიციატივის გასაგრძელებლად რამდენიმე ღონისძიება აქვს დაგეგმილი, მათ შორის ლექსიკოგრაფიის კონგრესი, ლექსიკოგრაფიის კონკურსი სკოლებში და ქართული საბანკო ტერმინოლოგიის გამართვა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა მაიკროსოფტთან ერთად ხორციელდება. Bing Translation Project-ის მთავარი მიზანია შეიქმნას ქართულ-ინგლისური პარალელური სათარგმნი ბაზა, რომელიც რეალურად ნიშნავს თარგმანს სხვა უცხოურ ენებზეც. ამ მიზნით, პირველ ეტაპზე 7 მილიონი ქართული წინადადების სრულყოფილი თარგმანი განხორციელდება ინგლისურად, რისთვისაც ელექტრონული წიგნის სახლი „საბას“ ბაზა იქნება გამოყენებული. უკვე ნათარგმნი წინადადებების ბაზა კი Microsoft Machine Learning API-თან ინტეგრირდება, რათა შემდგომ პროგრამამ თავად შეძლოს ნებისმიერი ქართული წინადადების სწორად თარგმნა.
#წერექართულად ფარგლებში მიმდინარე თოთოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ - დავიცვათ და განვავითაროთ ქართული დამწერლობა და ენა, როგორც ეროვნული ფასეულობა; მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში და გათავისუფლდეს ენა ბარბარიზმებისგან.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















