რუსეთის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 26.02.2016
ნანახია: 1752

რუსეთის ქალაქ ვორკუტას მაღაროში მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. 26 მაღაროელის ბედი კი ამ დრომდე უცნობია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, სამაშველო ოპერაცია ნანგრევებისა და მაღაროს დაკვამლიანების გამო გართულებულია.

მაღაროში მეთანის გამოფრქვევის შედეგად ერთსაათიანი ინტერვალით ორი აფეთქება მოხდა. მაღაროში სულ 110 ადამიანი იმყოფებოდა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე