ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ მიყვება პუტინის სახელმძღვანელოს - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 16:02 | 30.06.2022
ნანახია: 422

"ივანიშვილის რეჟიმი წლებია პირდაპირ და ირიბად ეწევა დასავლური, თავისუფალი სამყაროს დემონიზებას", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კელი დეგნანის განცხადებას ანტიდასავლურ კამპანიასთან დაკავშირებით.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილი და მისი გარემოცვა პირდაპირ მიყვება პუტინის სახელმძღვანელოს, თუ როგორ გვართმევენ ჩვენს იდენტობას, დასავლეთი რომ ჩვენი თვითმყოფადობის დანგრევას ნიშნავს და სხვა ათასგვარი ბოდვა.

"ამას ამ ეტაპზე დაემატა კიდევ ერთი სლოგანი, რომ სისხლისღვრა და ომი არის დასავლეთის აგრესიის შედეგი რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს ამერიკა და დასავლეთი აძალებს ომში ჩართვას, პირდაპირ მიყვებიან პუტინის სახელმძღვანელოს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე