ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს

საქართველო, თბილისი - 15:47 | 30.06.2022
ნანახია: 391

საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.

სტუმრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან, ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
 
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საოკუპაციო ხაზთან საკუთარი თვალით ენახათ ის უკანონო ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გადასასვლელები, მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევს და მათ თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს. სტუმრები გაეცნენ თუ რა საფრთხეების და გამოწვევების წინაშე უწევს ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ საფრთხეების და პრობლემების დაძლევისთვის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, აუცილებელია პირველ ყოვლისა ალიანსის შემდგომი გაფართოება და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე