უნიჭო და უვიცმა საქართველომ ვერ გაიგო რა მოხდა სიქსტის კაპელაში - რობერტ სტურუა

საქართველო, თბილისი - 15:42 | 30.06.2022
ნანახია: 669

უნიჭო და უვიცმა საქართველომ ვერ გაიგო რა მოხდა სიქსტის კაპელაში, - წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი რობერტ სტურუა.

"უნიჭო და უვიცმა საქართველომ ვერ გაიგო რა მოხდა სიქსტის კაპელაში -
არც ქართული საგალობლები იციან,
არც ხალხური სიმღერები!
არც მიქელანჯელო გაუგიათ და
არც ღ მ ე რ თ ი!
მხოლოდ მიტინგები იციან და 20 ლარი!
ვაშა კრეტინებს!" - წერს სტურუა.

26 ივნისს ვატიკანში, სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა კონცერტი გამართა. შესრულდა "შენ ხარ ვენახი", "ჩაკრულო," „კირიე ელეისონ“ და მრავალი სხვა ნაწარმოები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე