ეს ჯგუფი არ დაკავდება მხოლოდ ევროპელების და უკრაინელების უბინძურესი "მხილებით" - ნიკა გვარამია "ქართული ოცნებიდან" წასულებზე

საქართველო, თბილისი - 18:19 | 29.06.2022
ნანახია: 424

ეს ჯგუფი არ დაკავდება მხოლოდ ევროპელების და, განსაკუთრებით, უკრაინის პოლიტიკური ელიტის უბინძურესი "მხილებით", - წერს სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმიანება "ქართული ოცნებიდან" სამი დეპუტატის წასვლას

"ფრაქცია "ფარდას ავხდით" შექმნასთან დაკავშირებით:

თავს არ შეგაწყენთ ჭეშმარიტების მტკიცებით, რომ ეს ხალხი ივანიშვილის რადიკალური პლატფორმაა. მთავარი ჩემთვის მათი გამოყოფის მიზეზია. მიზეზი კი ივანიშვილის შიშისა და ისტერიის სპირალში შესვლაა. ეს ჯგუფი არ დაკავდება მხოლოდ ევროპელების და, განსაკუთრებით, უკრაინის პოლიტიკური ელიტის უბინძურესი "მხილებით".

ივანიშვილის უმრავლესობას ბზარები უჩნდება და ამ ჯგუფის მთავარი სადამსჯელო მისია იქნება იმ თანაგუნდელების საჯარო მხილება და შანტაჟი, ვინც ოცნებიდან გასვლას დაიწყებს.

ამბავი, მონაწილეების ოდიოზურობის გათვალისწინებით, უმნიშვნელოა, მაგრამ სიმპტომი - უკიდურესად ყურადსაღები და სასიხარულო", - წერს ნიკა გვარამია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე