ოლაფ შოლცი: პუტინისთვის ერთადერთი გამოსავალი უკრაინაში წარუმატებლობის აღიარებაა

საქართველო, თბილისი - 17:29 | 28.06.2022
ნანახია: 373

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბავარიაში G7-ის სამიტის დასრულებისას განაცხადა, რომ რუსეთზე დასავლეთის წნეხი სანქციებისა და სხა შეზღუდვების სახით კიდევ უფრო გაძლიერდება. მისივე თქმით,  პუტინისთვის ერთადერთი გამოსავლი გამოვიდეს ამ ვითარებიდან - უკრაინაში თავისი გეგმების წარუმატებლობის აღიარებაა

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს განვითარების გზა მეზობლის მხიდან თავდასხმის საფრთხის გარეშე.

კანცლერის თქმით, გუშინდელი სარაკეტო დარტყმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტზე უკრაინელი ხალხის მიმართ პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. სამიტის მსვლელობისას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთისთვის შემდგომ მტკივნეულ ნაბიჯებზე, მათ შორის რუსული ოქროს ექსპორტის ემბარგოზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე