კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, დაკარგულია კიდევ 36 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:01 | 28.06.2022
ნანახია: 365

რუსეთის მიერ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაიდენობა 18-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი, 36 კი - დაკარგულად არის მიჩნეული.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლტავის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ლუნინი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, გრძელდება სამაშველო ოპერაცია.

27 ივნისს რუსეთის ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრ „ამსტორს“ ორი რაკეტა ესროლეს.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცენტრში სარაკეტო დარტყმის დროს 1000-მდე ადამიანი იმყოფებდა. ბევრმა მათგანმა თავდასხმამდე ცენტრის დატოვება მოასწრო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე