ნატოს სამიტზე საქართველოს მხარდაჭერის ახალ პაკეტს მივიღებთ - სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 19:34 | 27.06.2022
ნანახია: 488

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს მადრიდის სამიტზე მოკავშირეები საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მხარდამჭერ ახალ პაკეტებს მიიღებენ.

სტოლტენბერგის თქმით, მხარდამჭერი პაკეტების მიღება იგეგმება ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის.

"მადრიდის ნატო-ს სამიტში საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის - საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს სამიტი მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე