მარნეულში, აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:34 | 26.06.2022
ნანახია: 480

მარნეულში, 5-სართულიან კორპუსში, აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი საავადმყოფოდან ის თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აივანი ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა და შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანიც დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე