ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველო, თბილისი - 19:20 | 25.06.2022
ნანახია: 693

ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონი გახდა.

ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. მან 1 000-მეტრიან დისტანციაზე ყველა მეტოქეს აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა. წივწივაძემ მანძილი 3:58 წუთში დაფარა.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე