ევროპისთვის კარგი დღეა, თქვენი ქვეყნები ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია - ურსულა ფონ დერ ლაიენი

საქართველო, თბილისი - 23:20 | 23.06.2022
ნანახია: 65

დღეს ევროპისთვის კარგი დღეა, ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„დღეს კარგი დღეა ევროპისთვის. ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს. თქვენი ქვეყნები არიან ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, დღეს ლიდერების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე