ისტორიული დღეა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 23:00 | 23.06.2022
ნანახია: 164

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოსთან დაკავშირებით.

"ისტორიული დღეა. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ახლა ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ შემართებით მომდევნო თვეებში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს", - წერს საქართველოს პრეზიდენტი "ტვიტერში"

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე