ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა

საქართველო, თბილისი - 22:44 | 23.06.2022
ნანახია: 124

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

"ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი -საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია", - აღნიშნულია შარლ მიშელის ტვიტერის პოსტში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე