პრეზიდენტი ცდილობს პოზიციონირდეს როგორც პროევროპელი, ხოლო ბატონი ღარიბაშვილი ცდილობს პოზიციონირდეს როგორც ევროპასთან მებრძოლი - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 14:44 | 23.06.2022
ნანახია: 335

პრეზიდენტი ცდილობს პოზიციონირდეს როგორც პროევროპელი, ხოლო ბატონი ღარიბაშვილი ცდილობს პოზიციონირდეს როგორც ევროპასთან მებრძოლი, - აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. მისი თქმით, არ იცის "ქართული ოცნების" შეთანხმებული თამაშია როცა პრეზიდენტი ერთს ლაპარაკობს, პრემიერი - მეორეს, პარლამენტის თავმჯდომარე-მესამეს და მეოთხეს კიდევ ვიღა.

"თუ მართლა არსებობს მათ შორის შიდა გაუგებრობები და უთანხმოება და ახლა ასეთი ფორმით იჩინა თავი, მაგრამ რასაც ვუყურებთ, პრეზიდენტი ცდილობს პოზიციონირდეს როგორც პროევროპელი, ხოლო ბატონი ღარიბაშვილი ცდილობს პოზიციონირდეს როგორც ევროპასთან მებრძოლი, რას ემსახურება ეს, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ სიუჟეტი ასეთია, რასაც ვხედავ,"- განაცხადა ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე