ალასანია დოლიძეზე: სიმპატიით ვარ ქალბატონ ანას მიმართ განწყობილი

საქართველო, თბილისი - 19:00 | 25.02.2016
ნანახია: 1981

,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ანა დოლიძის წარდგენის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ძალიან სიმპატიით ვარ ქალბატონი ანას მიმართ განწყობილი. მე ძალიან კარგად მახსოვს მისი აქტიური საქმიანობა, სამართლიანობისთვის ბრძოლა, როდესაც ის ,,ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის პირისპირ იყო, როდესაც ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და მე მგონია, რომ კარგი კანდიდატია და განხილვის შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.  

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე დღეს წარადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე