სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროპისკენ - რასა იუკნევიჩენე

საქართველო, თბილისი - 22:54 | 22.06.2022
ნანახია: 376

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური მედიის მფლობელის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროპული ცხოვრებისკენ. ამის შესახებ მან ისაუბრა დღეს, 22 ივნისს, ევროპარლამენტში, სადაც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს.

"ორშაბათს გაიმართა ყველაზე მასშტაბური აქცია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ხალხმა თბილისიდან გამოგვიგზავნა სიგნალი, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, გაყვნენ ევროპულ გზას. მინდა, მკაფიოდ ვთქვა - ჩვენ თქვენთან ვართ, ქართველებო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია არ ყოფილიყო საქართველოსთვის მეტად კეთილგანწყობილი. მივმართავ ყველა ქართველ პოლიტიკოსს - მმართველ ელიტას და ოპოზიციას - იპოვეთ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი საოცარი ხალხი ამას იმსახურებს. დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის და ოპოზიციური მედიის მფლობელის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროპული ცხოვრებისკენ".

{ფორმულას თარგმანი}


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე