ივანიშვილის მეთაურობით, ყველა ეს სამარცხვინო, მავნებელი, მასხარა და ქვეყნის მოღალატე უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან - ბოკერია

საქართველო, თბილისი - 20:01 | 22.06.2022
ნანახია: 366

"არაფერი ახალი ამაში არ არის. ბოდვისა და სიცრუის რაღაც ნიაღვარი, რომელიც არც უნდა გავარჩიოთ, რადგან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ფაქტებს ტყუილია თუ მართალი. ეგ არის ივანიშვილისა და მისი მასხარების პროპაგანდის ამოცანა", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2008 წლის ომზე გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით თუ რამეზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, თუმცა ეგეც დიდი ხანია ნათელია, არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმის რიტორიკაში სამიზნე, მტერი, საფრთხე არ არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და პუტინის ბოროტების იმპერია, მათი სამიზნე არის შიდა ოპონენტები და თავისუფალი სამყარო, როგორც ერთი ნაწილი. ამით ჰგავს სწორედ პუტინს და ეგ უნდა გვესმოდეს.

"ასევე უნდა გვესმოდეს, რომ დასრულებულია ყოველგვარი მცდელობა მათთან აზრიანი ან აზრიანთან მიახლოებული დისკუსიისა რამეზე ან სიმართლის დადგენაზე. ესენი უნდა წავიდნენ ივანიშვილის მეთაურობით ყველანი, ყველა ეს სამარცხვინო, მავნებელი, მასხარა და ქვეყნის მოღალატე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე