ეუთო-ს ყოველწლიური სესია თბილისში გაიმართება
საქართველო, თბილისი - 17:52 | 25.02.2016 ნანახია: 1608ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის მე-15 სესია მთავარი კომიტეტის მუშაობით დაიწყო. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 50-მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციამ სესიის მანძილზე განსახილველ საკითხებზე და უკვე მომზადებულ მოხსენებებზე მსჯელობა და დისკუსია გამართა.
კომიტეტის წევრებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკას კანერვა მიესალმა და ზამთრის სესიის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა. კომიტეტის სხდომაზე სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებელი სადამკვირვებლო მისიების და სპეციალური წარმომადგენლების მოხსენებას გაეცნენ. საკითხების მთავარ თემებს ეუთო-ს სივრცეში შემავალ სახელმწიფოებში წინასაარჩევნო გარემოს მიმოხილვა, ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები და უსაფრთხოების ინსტრუმენტებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილ აქტივობებზეც იმსჯელეს. ამ კუთხით კი მნიშვნელოვანი ყურადღება ეუთო-ს ყოველწლიური სესიის გასამართ საკითხებზე გამახვილდა, რომელიც 1-5 ივლისს საქართველოს დედაქალაქში, თბილისში გაიმართება.
სესიის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მონაწილეობენ. ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მოხარულია უმასპინძლოს ესოდენ წარმომადგენლობით და მნიშვნელოვან ღონისძიებას და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს შესაბამისი სტანდარტებით უზრუნველყოს მისი სრულფასოვანი ორგანიზება.
სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრებმა ეუთო-ს ბიუროს სხდომების გამართვის საორგანიზაციო საკითხებზე და 2017 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზეც იმსჯელეს.
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს