სანქციებს ვერ დავაწესებთ ბუნებრივი მიზეზის გამო, ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს - ღარიბაშვილი - ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:07 | 21.06.2022 ნანახია: 510
საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს, სანქციებს ვერ დავაწესებთ ბუნებრივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე, ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხებზე.
„ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ვისაუბრო იმ გამოწვევებზე, რომელიც განსხვავებულ სამყაროში გვამყოფებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის გადაწყობა. უკრაინამდე იყო საქართველო. 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. დღემდე ოკუპირებულია 20-ვე პროცენტი და რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან. შესაბამისად, მათთან ერთად თანავცხოვრობთ. ეს არის მიმდინარე ოკუპაცია. მინდა, ყველას გავახსენო, რომ იმ დროს, 2008 წელს მსოფლიოში არავის საკმარისი ყურადღება არ გამოუხატავს, სიმართლე რომ ვთქვათ. სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი სახელმწიფო რუსეთის აგრესიის წინაშე აღმოჩნდა და არანაირი ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია მსოფლიოს. არანაირი სანქციები არ დაუწესდა რუსეთს, არაფერი არ მომხდარა. ამიტომ 2014 წელს მსოფლიოს გაუკვირდა, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა. სულ ახლახან, 2022 წელს დავინახეთ სრულმასშტაბიანი შემოსევა უკრაინაში რუსეთის მხრიდან. რომ ვუპასუხო თქვენს კითხვას, სად არის საქართველო მოცემულ სიტუაციაში, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოკუპირებულია და რუსეთის ჯარებთან თანავცხოვრობთ ჩვენს ტერიტორიაზე, გახსნილად რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ მოწყვლადი ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, გვაღელვებს ჩვენი ერის უსაფრთხოება.
პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, გაერო, ეუთო, 260 რეზოლუციას მივუერთდით. რა თქმა უნდა, საერთაშორისო, ფინანსური, გლობალური სისტემების წევრი ვართ და ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამის ის არის, რომ რეაქცია იყო ადეკვატური. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით საჯაროდ, რომ ინდივიდუალურად კომპანიებს არ ექნებათ სანქციების გვერდის ავლის საშუალება. ერთ-ერთი მათგანი იყო „ვითიბი“ ბანკი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად ერთ კვირაში ვმართეთ ეს საკითხი და გადავწყვიტეთ, მაგრამ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ, ქართველები ეროვნულ, ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს ძალიან ბუნებრივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია. ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევები, ეკონომიკური გამოწვევები. ამიტომ ეს არის ჩვენი მოტივაცია.
საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს. იმ საფრთხეების, იმ სისუსტეების გამო, ვერ ნახავთ ბევრ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი უწევს ოკუპაციას. მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვდგავართ, სრულ კოორდინაციაში ვიმყოფებით საერთაშორისო პარტნიორებთან, ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ერთად. ამიტომ ეს არის ჩვენი პოზიცია. მაგალითად, მოლდოვა, კიდევ ერთი ქვეყანა ასოცირებულ ტრიოში – მან არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს, ძალიან ბუნებრივი მიზეზების გამო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















