"შინ ევროპისკენ" - რუსთაველის გამზირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 20:46 | 20.06.2022
ნანახია: 675

"შინ ევროპისკენ" - სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეთა დიდძალი რაოდენობის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

აქციას მსვლელობით შეუერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტები.

ცნობილია, რომ დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტარები. გამომსვლელთა შორის იქნებიან:

    რასა იუკნევიჩიენე;
    მარკეტა გრეგოროვა;
    ჟიგიმანტას პავილიონისი;
    ანდრიუს კუბილიუსი;
    ანა ფოტიგა.

აქციას ასევე უერთდებიან სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე