სულით და გულით თქვენთან ვარ! - ია ანთაძე აქციის მონაწილეებს

საქართველო, თბილისი - 16:32 | 20.06.2022
ნანახია: 350

წარმატებები ჩვენ და ჩვენს საერთო სამშობლოს ამ ნანატრ გზაზე!, - წერს ჟურნალისტი ია აინთაძე სოციალურ ქსელში.

„ძალიან, ძალიან მწყდება გული, რომ დღეს რვაზე ვერ ვუერთდები იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს და თითოეული ჩვენგანის ევროპისკენ სწრაფვას ადასტურებენ ერთად დგომით. სულით და გულით თქვენთან ვარ! რაც თავი მახსოვს, ჩემი ოჯახი, ახლობლები და მეგობრები ვოცნებობდით საქართველოს ევროპულ მომავალზე და გვჯეროდა, რომ ჩვენი ევროპელობის დოკუმენტურ დადასტურებასაც მოვესწრებოდით. 

წარმატებები ჩვენ და ჩვენს საერთო სამშობლოს ამ ნანატრ გზაზე!“, - წერს ია აინთაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე