კანდიდატობას არაფერი განსაკუთრებული არ მოაქვს - შალვა პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:54 | 20.06.2022
ნანახია: 343

კანდიდატის სტატუსი დღეს იქნება თუ რამდენიმე თვით გვიან, ჩვენმა გამოცდილებამ ასოცირების შეთანხმებასთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, გვაჩვენა, რომ ამას საბოლოო ჯამში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

"კანდიდატობას არაფერი განსაკუთრებული არ მოაქვს, ჩვენი მიზანი არა კანდიდატობა, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებაა. ამისათვის საჭიროა ასოცირების შეთანხმების შესრულება, რომელ გზასაც ჩვენ ვადგავართ. კანდიდატის სტატუსი დღეს იქნება თუ რამდენიმე თვით გვიან, ჩვენმა გამოცდილებამ ასოცირების შეთანხმებასთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, გვაჩვენა, რომ ამას საბოლოო ჯამში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სურვილს, რომ ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც წინასაარჩევნო პროგრამაშიც კი ჰქონდა ჩაწერილი განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. არც ერთი სხვა პარტია, დღეს რომ მჯიღს იცემენ გულზე, რომ ისინი არიან ყველაზე პროევროპულები, არც ერთს პოლიტიკური განაცხადიც კი არ ჰქონდა საკუთარ საარჩევნო პროგრამაში. აქედან გამომდინარე, ეს გზა თუ ვინმემ დასახა, არის სწორედ „ქართული ოცნება“ და მთავარია ამ გზას მივყვეთ. კანდიდატობა დღეს თუ ხვალ, აუცილებლად იქნება", - აღნიშნა პაპუაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე