ოლიგარქები საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 23:50 | 19.06.2022
ნანახია: 292

ოლიგარქები საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას, მათ წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის ერთ-ერთ პირობასთან დაკავშირებით, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხება.

"ეს პუნქტი არის შეტანილი სამივე ქვეყნის [მოლდოვა, საქართველო, უკრაინა] დათქმებში. ანუ, დათქმები აქვს დაწესებული იგივე მოცულობით უკრაინას და მოლდოვას და იქაც არის ეს პუნქტი მკაფიოდ ნახსენები. ჩვენ ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, ოლიგარქები არიან საქართველოში - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას და დღესაც ცდილობენ ამ ნაძარცვი ფულით შეინარჩუნონ გავლენები ქართულ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც აქვს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს", - თქვა კობახიძემ TV იმედის ეთერში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე