გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის გამარტივების მოწოდებით გამოდის
საქართველო, თბილისი - 13:00 | 19.06.2022 ნანახია: 603
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მხარს უჭერს ევროკავშირის რეფორმირებას, რათა გაადვილდეს ბლოკში ახალი წევრების მიღება. ამის შესახებ შოლცმა 18 ივნისს, სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა.
შოლცის განცხადებით, არა მხოლოდ წევრობის კანდიდატები უნდა მოემზადონ ევროკავშირში გასაწევრიანებლად, არამედ თავად ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ახალი წევრების მისაღებად.
"ამისთვის მან [ევროკავშირმა] უნდა მოახდინოს თავისი სტრუქტურებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის მოდერნიზება. ყოველთვის არ არის შესაძლებელი ერთხმად მივიღოთ გადაწყვეტილება, მაშინაც კი თუ დღეს პროცედურა ითვალისწინებს ერთსულოვან თანხმობას", - თქვა შოლცმა.
კანცლერის თქმით, აღნიშნული საკითხის წამოჭრა მას 23-24 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტის ფარგლებში სურს.
სამიტზე ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს წევრობის შესახებ განაცხადებს განიხილავენ. ევროკომისიამ მოლდოვისა და უკრაინასთან მიმართებაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ აღიარა თბილისის ევროპული პერსპექტივა, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ქვეყანას რეფორმების ფართო სპექტრის განხორციელება დასჭირდება.
კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ წევრი ქვეყნების ერთსულოვანი მხარდაჭერით. სააგენტო dpa-ს ცნობით, ამ პრინციპის შერბილებაზე ევროკავშირში დიდი ხანია მსჯელობენ. თუმცა გადაწყვეტილება ამ მიდგომის რეფორმირებაზე შესაძლებელია მიღებულ იქნას მხოლოდ გაერთიანების წევრი - ყველა სახელმწიფოს თანხმობით.
გერმანიის კანცლერი ასევე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის სამიტი ძლიერ სიგნალს გაუგზავნის დასავლეთ ბალკანეთს ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას თითქმის ორი ათეული წელია ელოდებიან.
"ჩვენ უნდა ვაჩვენოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომ სერიოზულად ვართ განწყობილნი. ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია კარგად არიან მომზადებულნი, რომ დაიწყონ ევროკავშირში გაწევრიანების არსებითი მოლაპარაკებები - და ისინი ახლავე უნდა დაიწყოს", - თქვა შოლცმა.
ბოლო ხანებია, ოლაფ შოლცი გააქტიურდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების მიმართულებით. ამ მოტივით, შოლცმა რამდენიმე დღის წინ ვიზიტები გამართა ამ ქვეყნების დედაქალაქებში.
11 ივნისს, ოლაფ შოლცი გამოვიდა მოწოდებით დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
კანცლერის თქმით, გერმანია სერიოზულად უყურებს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში ინტეგრაციას.
ჩრდილოეთ მაკედონიას უკვე 17 წელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული. 2020 წლის ივნისში ევროკომისიამ ფაქტობრივად მწვანე შუქი მისცა მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ ის ბულგარეთმა დაბლოკა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიას ბულგარული უმცირესობის უფლებების გამო ედავება.
აღსანიშნავია, რომ სკოპიეში ვიზიტისას, შოლცმა ბულგარეთს მოუწოდა, მოხსნას ვეტო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყებას.
23 ივნისს დაგეგმილია ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერთა სამიტი. ამავდროულად, გერმანია მიმდინარე წელს ბერლინში უმასპინძლებს შეხვედრას, რომელზეც განიხილავენ ევროკავშირის წევრობის ექვსი კანდიდატი ქვეყნის მიერ ნაჩვენებ პროგრესს.
დასავლეთ ბალკანეთი 6 ქვეყანას მოიცავს. ესენია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო (ნაწილობრივ აღიარებული), მონტენეგრო და სერბეთი. კანდიდატის სტატუსი მათგან მხოლოდ ოთხს - სერბეთს, ალბანეთს, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















