ომის დაწყებიდან უკრაინა 7,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:35 | 18.06.2022
ნანახია: 376

უკრაინაში ომის დაწყებიდან ქვეყანა 7,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მონაცემებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ავრცელებს.

ამ დროისათვის უკან დაბრუნდა 2,5 მლნ ადამიანი.

უკრაინაში საცხოვრებელი ადგილების დატოვება 7, 1 მლნ ადამიანს მოუწია. ისინი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებად არიან მიჩნეული. 15,7 მლნ ადამიანს ესაჭიროება სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება. დღეისათვის, UNHCR-ის შეფასებით, ევროპაში 5,1 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.

გაეროში უკრაინელ ლტოლვილთა ამჟამინდელ კრიზისს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ კრიზისს უწოდებენ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე