რუსეთი "ვოლგისა" და "პობედის" წარმოების განახლებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 15:04 | 18.06.2022
ნანახია: 450

რუსეთი "ვოლგისა" და "პობედის" წარმოების განახლებას გეგმავს.

საბჭოთა ბრენდების "აღორძინების გეგმებზე" რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა ისაუბრა.

"შემიძლია მცირედით გაგიმხილოთ ის გეგმები, რაც ჩვენს ავტოინდუსტრიას აქვს. საიდუმლო აღარ არის ის, რომ განახლდება "მოსკვიჩის" წარმოება Renault-ის ("რენო") ყოფილი ქარხნის ბაზაზე. კოლეგები განიხილავენ გეგმებს, რათა აღადგინონ "ვოლგის" ან "პობედის", ან ორივესი ერთად, წარმოება", - თქვა მინისტრმა RBC-სთან ინტერვიუში.

თავის მხრივ, ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა უკვე განაცხადა, რომ იმედოვნებს "ვოლგასა' და "პობედას" ავტობრენდების აღორძინებას და მზად არის გაუწიოს საჭირო დახმარება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე