მერკელის თქმით, მისმა გადადგომამ, შესაძლოა, გავლენა იქონია პუტინის გადაწყვეტილებაზე დაეწყო ომი უკრაინაში

საქართველო, თბილისი - 23:22 | 17.06.2022
ნანახია: 478

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მისმა გადადგომამ შესაძლოა, გავლენა იქონია ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებაზე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ.

ამის შესახებ მერკელმა RND-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„შესაძლოა, {რუსეთის შეჭრას} ხელი შეუწყო ჩემმა გადადგომამ, ისევე, როგორც საფრანგეთის არჩევნებმა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ და მინსკის შეთანხმებების შესრულებაში შეფერხებამ“, - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა.

მან აღიარა, რომ კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის დროს ის უძლური იყო.

„აშკარა იყო, რომ მე აღარ ვიქნებოდი თანამდებობაზე და ამიტომ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ სხვადასხვა მცდელობას {კონფლიქტის მოგვარების} შედეგი არ მოჰყოლია“- თქვა მერკელმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე