ევროკავშირი არ არის სამხედრო ალიანსი, ამიტომ რუსეთი უკრაინის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი არ არის - პუტინი

საქართველო, თბილისი - 21:36 | 17.06.2022
ნანახია: 551

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ამიტომ, რუსეთი უკრაინის ევროინგეტრაციის წინააღმდეგი არ არის. ამის შესაებ მან სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. 

მისი თქმით, რუსეთი მხოლოდ უკრაინის „სამხედრო განვითარებას“ აპროტესტებდა, ხოლო ნებისმიერ ეკონმიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებები თავად უკრაინელების გადასაწყვეტია.

„ევროკავშირი არ არის სამხედრო ალიანსი. ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით უკრაინის ტერიტორიის სამხედრო განვითარების, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას. მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ ინტეგრაციას, ღვთის გულისთვის, ეს მათი არჩევანია“, – თქვა პუტინმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე