ბელგოროდის ოლქში რუსული მოიერიშე სუ-25 ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 15:14 | 17.06.2022
ნანახია: 392

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 გეგმიური სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო.

რუსეთის არმიის დასავლეთის სამხედრო ოლქში განაცხადეს, რომ კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო. სამხედროების თქმით, მფრინავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი დაუსახლებელ ადგილზე ჩავარდა და ამას ნგრევა არ მოჰყოლია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე