სალომე ზურაბიშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:07 | 16.06.2022
ნანახია: 393

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბაქოში იმყოფება, სადაც თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს ბაქოს მე-9 გლობალურ ფორუმში, რომლის თემაა "საფრთხეები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის".

სალომე ზურაბიშვილი დღესვე დაბრუნდება საქართველოში, სადაც მონაწილეობას მიიღებს თავის მიერ დაანონსებულ აქციაში, ევროპის მოედანზე 19:00 საათზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე