რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად ქართულ ბანკებს, საფინანსო სისტემებსა და კომპანიებს იყენებს - დავით არახამია

საქართველო, თბილისი - 12:18 | 16.06.2022
ნანახია: 369

უკრაინის რადის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად ქართულ ბანკებს, საფინანსო სისტემებსა და კომპანიებსა აქტიურად იყენებს.

"თუ ხარ სანქცირებული რუსი პირი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას", – თქვა არახამიამ ვაშინგტონში ჩატარებულ გერმანიის მარშალის ფონდის ღონისძიებაზე.

ამასთან, მან მოუწოდა ვაშინგტონს, ამ სანქციების თავის არიდების გზის დახურვისთვის, ზომები მიიღის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე