საქართველოში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 17:39 | 15.06.2022
ნანახია: 423

საქართველოში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

„ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა. პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე