GORBI: რესპონდენტთა 77,6% ეთანხმება "ქართული ოცნების" პოლიტიკას, არ ჩაერთოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში

საქართველო, თბილისი - 21:29 | 13.06.2022
ნანახია: 567

"გორბის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: ეთანხმებით თუ არა "ქართული ოცნების" პოლიტიკას არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში?

გამოკითხულთა 77,6% ეთანხმება; 20,8% არ ეთანხმება; 1,6% ამბობს, რომ არ იცის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ჩაატარა. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე