SIPRI: გლობალური ბირთვული არსენალი, შესაძლოა, პირველად გაიზარდოს ცივი ომის შემდეგ
საქართველო, თბილისი - 18:33 | 13.06.2022 ნანახია: 671
უახლოეს ათწლეულში მსოფლიოს ბირთვული შეიარაღების რბოლის ახალი რაუნდი ელის. ასეთია სტოკჰოლმის მსოფლიოს პრობლემების საერთაშორისო კვლევითი ინსიტუტის (SIPRI) მიერ მომზადებული ანგარიშის დასკვნა, რომელიც 13 ივნისს გამოქვეყნდა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ცხრავე სახელმწიფო, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ - რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა - იწყებენ თავიანთი არსენალის აქტიურ მოდერნიზებას.
"გლობალური ბირთვული არსენალი, სავარაუდოდ, გაიზრდება უახლოეს წლებში, ცივი ომის შემდეგ პირველად და ასეთი იარაღის გამოყენების რისკი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი იქნება", - ნათქვამია ანგარიშში.
SIPRI-ის მონაცემებით, ბირთვული ქობინების საერთო რიცხვმა 2022 წლის იანვრისთვის 12 705 ერთეული შეადგინა, მათ შორის 9 440 აქტიურია და პოტენციურად მზად არის სამხედრო მიზნების გამოყენებისთვის. გასულ წელთან შედარებით ეს რიცხვი ოდნავ შემცირდა - 2021 წლის იანვარში 13 080 ქობინი იყო. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, შემცირება გამოწვეულია არა განიარაღებით, არამედ აშშ-სა და რუსეთის მიერ შეიარღებიდან მოძველებული სისტემების ამოღებით, რაც დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. ამასთან, აქტიური ქობინების რაოდენობა ერთ წელში, ფაქტობრივად, არ შემცირებულა.
უფრო მეტიც, SIPRI-ში ხედავენ მსოფლიო ტენდენციის შეცვლას. „არსებობს მკაფიო ნიშნები იმისა, რომ ბირთვული არსენალების შემცირება, რასაც ცივი ომის დასრულების შემდეგ ჰქონდა ადგილი, დასრულდა“, - ამბობს SIPRI-ის წამყვანი ექსპერტი ჰანს კრისტენსენი.
მას ეთანხმება მასობრვი განადგურების იარაღის SIPRI-ის პროგრამების დირექტორი ვილფრედ ვანი: „ყველა ბირთვული სახელმწიფო თავის არსენალს აფართოებს ან მოდერნიზაციას ახდენს - მათი უმეტესობა კი მიმართავს უფრო აგრესიულ რიტორიკას ატომური იარაღის გამოყენების შესახებ და მის როლს მათ სამხედრო სტრატეგიაში“, - აღნიშნავს ექსპერტი.
რუსეთსა და აშშ-ზე საერთო ჯამში მოდის მსოფლიო ბირთვული არსენალის 90 პროცენტზე მეტი.
SIPRI-ის ანალიტიკოსები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ ამ წლის დასაწყისში, მათი გათვლებით, რუსეთი სტარტეგიულ ბირთვულ იარაღთან ერთად ფლობდა 1 912 ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.
სტოკჰოლმის ინსტიტუტის ექსპერტები, ამავდროულად განმარტავენ, რომ არ არსებობს ერთიანობა სპეციალისტებს შორის, თუ რა მიეკუთვნება ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას.
მათი აზრით, საერთო ჯამში, რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული ძალების მიზანია რუსეთის ბირთვული პარიტეტი აშშ-ის გაუთანაბროს.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















