ბათუმში ახალგაზრდა კაცს სამშენებლო მასალა დაეცა, მისი მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 20:05 | 12.06.2022
ნანახია: 466

ბათუმში, ახალგაზრდა მამაკაცს მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ხის ძელი დაეცა. იტყობინება აჭარის ტელევიზია.

მედიის ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში მრავლობით დაზიანებებით შეიყვანეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც იუწყებიან, ხის ძელი სამშენებლო ობიექტიდან ძლიერი ქარის შედეგად ჩამოვარდა. თვითმხილველების ცნობით, დაშავებული ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

სამშენებლო ობიექტი კობალაძის 16 ნომერში მდებარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე