რუსეთში McDonald's-ის ნაცვლად რესტორნების ქსელი „გემრიელია და წერტილი“ გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 18:38 | 12.06.2022
ნანახია: 461

რუსეთში McDonald's-ის ნაცვლად სწრაფი კვების რესტორნების ქსელი  „ვკუსნო და ტოჩკა“ („გემრიელია და წერტილი“) გაიხსნა.

15 რესტორანი მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში 12 ივნისს გაიხსნა. იუწყება რუსული მედია.

აღნიშნულია, რომ ივნისის ბოლოს კიდევ 200 რესტორანი გაიხსნება, უახლოეს 5-6 წელში კი მათი რაოდენობა 850-დან 1000-მდე გაიზრდება.

უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთში McDonald's-ის   850 რესტორანი მუშაობდა. მარტში კომპანიამ განაცხადა, რომ უკრაინაში სასტიკი შეჭრის გამო რუსეთში ოპერაციები შეწყვიტა.

16 მაისს კი  McDonald's -მა ქვეყნიდან საბოლოო წასვლის შესახებ განაცხადა.  მან რუსეთში ბიზნესი მიჰყიდა "იუჟკუზბასუგოლის" ქვანახშირის კომპანიის ყოფილ თანამფლობელს ნოვოკუზნეცკიდან, ალექსანდრე გოვორს, რომელიც ადრე ციმბირის რეგიონში ქსელში შემავალ 25 რესტორანს მართავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე