ევროკავშირი უკრაინასთან დაკავშირებით ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა - ურსულა ფონ დერ ლაიენი

საქართველო, თბილისი - 17:44 | 12.06.2022
ნანახია: 477

ევროკავშირი უკრაინასთან დაკავშირებით ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა 23-24 ივნისის სამიტის წინ, სადაც უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება, - ამის შესახებ ვეროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. იუწყება DW.

„ვიმედოვნებ, რომ 20 წლის შემდეგ ამ მოვლენების გახსენებისას, შევძლებთ ვთქვათ, რომ სწორად მოვიქეცით“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტის შემდეგ პოლონეთში დაბრუნებისას.

მისი თქმით, გამოწვევა იქნება ევროკავშირის სამიტის ერთიანი პოზიციით დატოვება, „რომელიც ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს ასახავს“.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ  ბოლო წლებში ბევრს მიაღწია, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს.

11 ივნისს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეფასებას მომავალი კვირის ბოლომდე დაასრულებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე